AF&AM Grand Lodge of Georgia - Orient of Tbilisi

საქართველოს დიადი ლოჟა

Home / ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

მასონების პრინციპია – ჩვენ ვქმნით კარგი ადამიანიდან უკეთესს! მასონური რიტუალები და სიმბოლიზმიც საიდუმლოს ნაწილია. მასონისთვის მთავარია ადამიანი, რომელიც შემდგომ თვითონ ქმნის საზოგადოებას.

მოქმედი და სპეკულატორული მასონობა: მოქმედ მასონებად ითვლებიან ისინი, ვინც თავისი ხელობით იყვნენ ქვისმთლელები, ხოლო სპეკულატორული მასონები კი – ისინი, ვინც საუკუნეების განმავლობაში და საბოლოოდ კი 17-18 საუკუნეებიდან იყვნენ მიღებულები ორდენში, სხვადასხვა პროფესიის მამაკაცები და მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ქვისთლის ოსტატობასთან.

პირველი დიადი ლოჟა: 1717 წელს, ლონდონში მოღვაწე ოთხი ლოჟის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ პირველი დიადი ლოჟა ინგლისში, რომელიც დღესდღეობით ითვლება უძველეს და “დედა” ლოჟად. ეს ლოჟებია : Apple Tree, The Crown, The Goose and Gridiron და The Rummer and Grapes. ეს ლოჟები იკრიბებოდნენ ლონდონის ამავე სახელწოდების ტავერნებში. 1717 წლის 24 ინვისს, წმ. იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს, ამ ოთხმა ლოჟამ დააფუძნა, ინგლისის დიადი ლოჟა, რომლის დიად ოსტატად ენთონი სოიერი აირჩიეს.

ანდერსონის კონსტიტუცია: მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ჯეიმს ანდერსონს დაევალა დაეწერა მასონების განვითრების ისტორია და მათი პრინციპებისა და წესების წიგნი-კრებული. შედეგი იყო „კონსტიტუციის წინგი“, რომელიც 1723 წელს გამოიცა. ამ კონსტიტუციაში, რომელიც ყველა მასონური იურისდიქციის მიერ არის აღიარებული, მითითებულია ნორმებისა და ქცევების ის ჩამონათვალი, რომლითაც უნდა უხელმძღვანელოს მასონმა ლოჟაში, ოჯახში, საჯარო სამსახურში, არა მასონებთან (პროფანები) ურთიერთობაში.

ინგლისის მსგავსად, დიდი ლოჟები შეიქმნა ირლანდიაში (1725) და შოტლანდიაში (1736), საფრანგეთში (1730), გერმანიაში (1737), დანიაში (1745) და ნიდერლანდებშ (1756). პირველი კოლონიური დიდი ლოჟა შეიქმნა ინგლისის დიდი ლოჟის მეშვეობით აშშ-ში – ფილადელფია (1731) და ბოსტონი (1733). თუმცა 1751 წელს მოხდა კრიზისი – ირლანდიელი მასონები რომლებიც ლონდონში ცხოვრობდნენ, გამოეყვნენ ინგლისის დიად ლოჟას და ჩამოაყალიბეს ძველი (ძველ პრინციპებზე დაფუძნებული – ancient) დიადი ლოჟა. საბოლოოდ, ორივე ჯგუფი შეთანხმდა საერთო პრინციპებზე და გაერთიანდა ერთ – ინგლისის გაერთიანებულ დიად ლოჟაში – United Grand Lodge of England – UGLE

მასონური ორდენის თვითმარქვია განშტოებებიდან გამოსარჩევია საფრანგეთის “დიადი აღმოსავლეთი” (ე.წ. გრანდ ორიენტი) და მემფის მიცრაიმი (როგორც ორდენი).

გრანდ ორიენტი არა რეგულარული ე.წ. “მასონური” ორდენია, რომელიც არ იცავს რეგულარული მასონური ორდენის საფუძვლებსა და ყველაზე მთავარ პრინციპებს – იგი ერევა (ზოგ შემთხვევაში უხეშადაც) სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რელიგიურ ინსტიტუტების საქმიანობაში, მათი ლოჟის კარი ღია არის ქალებისთვის, ათეისტებისთვის, შერჩევის კრიტერიუმები გაცილებით ლიბერალურია, ნაკლებად მორალური და პრინციპული.

სწორედ მათი საქმიანობის შედეგად, ისტორიის მანძილზე, ყველაზე დიდი ჩრდილი რეგულარულ მასონურ ორდენს ადგება.

მემფის მიცრაიმი ნაკლებად ამბიციური ე.წ. “მასონური” განშტოებაა, მისი ძირითადი რიტულისა და განვითარების პრინციპები ძველ ეგვიპტურ ტრადიციებს ეფუძნება.

არის მრავალი მცირე ორდენი, საძმო და კლუბი, რომელიც საიდუმლო და რეაქციული საზოგადოებაა, ყველა მათგანისთვის მარტივია მასონური ორდენის სახელს ამოეფაროს და ეს უკანასკნელი დააყენოს “დარტყმის ქვეშ”. ასეთი ორგანიზაციები მრავლად არიან აშშ-ში და ევროპაში. რეგულარული მასონური ორდენი არ არის პოლიტიკურად და რელიგიურად ეგზალტირებული, იგი არავის ებრძვის და ცდილობს შეინარჩუნოს ის ძირითადი ტრადიციები რასაც ღირსება, მორალი და გონებრივი განვითარება ჰქვია.

სოციალური ქსელები