AF&AM Grand Lodge of Georgia - Orient of Tbilisi

საქართველოს დიადი ლოჟა

Home / ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

ü რა არის მასონობა?
მასონობა არის მორალურ პრინციპებზე დაფუძნებული საძმო, რომლის საქმიანობაც დამყარებულია ალეგორიულ და სიმბოლიკით აღსავზე რიტუალებზე. მასონების პრინციპია – ჩვენ ვქმნით კარგი ადამიანიდან უკეთესს! 

 

üრომელია მასონების პირველი დიდი ლოჟა?
1717 წლის 24 ივნისს, წმ. იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს, ლონდონში მოქმედი ოთხი ლურჯი ლოჟის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ პირველი დიდი ლოჟა ინგლისში, რომელიც დღეს  უძველეს, „დედა“ ლოჟად ითვლება. ეს ლოჟებია : Apple Tree, the Crown, The Goose and Gridiron და the Rummer and Grapes, დიდ ოსტატად  არჩეული იქნა ენთონი სოიერი. 1751 წელს მოხდა კრიზისი – ირლანდიელი მასონები, რომლებიც ლონდონში ცხოვრობდნენ, გამოეყვნენ ინგლისის დიდ ლოჟას და ჩამოაყალიბეს ინგლისის ძველი (ძველ პრინციპებზე დაყრდნობილი – Ancient) დიდი ლოჟა. საბოლოოდ, ორივე ჯგუფი შეთანხმდა საერთო პრინციპებზე და შეერთდნენ ერთ – ინგლისის გაერთიანებულ დიდ ლოჟაში.

 

üრა არის „ანდერსონის კონსტიტუცია“?
18-ე საუკუნის დასაწყისში ჯეიმს ანდერსონს დაევალა დაეწერა მასონების განვითრების ისტორია და მათი პრინციპებისა და წესების წიგნი. შედეგად დაიბადა „კონსტიტუციის წინგი“, რომელიც 1723 წელს გამოიცა. ამ კონსტიტუციაში, რომელიც ყველა მასონური იურისდიქციის მიერ არის აღიარებული, მითითებულია  მასონის ქცევის და ზოგადად იმ ნორმების ჩამონათვალი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს მასონმა ლოჟაში, ოჯახში, საჯარო სამსახურში, არა მასონებთან (პროფანები) ურთიერთობაში. მთავარი მოთხოვნები მასონის და ლოჟის მიმართ იყო და არის დამყარებული შემდეგზე: აკრძალულია საუბარი პოლიტიკასა და რელიგიაზე ლოჟის შიგნით, ვინაიდან ლოჟის წევრები შესაძლოა იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფებიდან და ამგვარი საუბრები ლოჟის ფუნქციონირებასა და ძმურ დამოკიდებულებას შეუშლის ხელს. ყველა მასონს უნდა სწამდეს უმაღლესი, ღვთიური არსებისა, ანუ სამყაროს შემქმნელის და სულის უკვდავების. მიუხედავად გარკვეული განსხვავებებისა იურისდიქციებს შორის, კონსტიტუციის თანახმად, სამი ნიშანი, რომელსაც „დიადი სინათლის“ ნიშნებს უწოდებენ, არის საერთო ყველასთვის – ფარგალი, გონიო და წმინდა სამართლის წიგნი.

 

üრა არის მასონური ხარისხები, ე.წ. „გრადუსები“ ?
მასონური ფილოსოფია ვითარდება საფეხურების, გრადუსების მიხედვით. ყოველ საფეხურზე მასონი სწავლობს რაღაც ახალს, ცდილობს გაერკვეს როგორც საკუთარ თავში, ასევე მის ირგვლივ სამყაროში. ყოველი გრადუსის მისაღებად საჭიროა ახალი ცოდნა და გარკვეული დრო.

 

ü რას წარმოადგენს მეფე სოლომონის ტაძარი და ლეგენდა ჰირამ აბიფის შესახებ?
იერუსალიმში, მეფე სოლომონის ტაძრის აგება,  ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენად მასონურ ისტორიაში. ამ ტაძრის აგების ალეგორიული რიტუალის დროს ხდება მასონისთვის ოსტატის მესამე ხარისხის მინიჭება. მეფე სოლომონი, მეფე დავითის ძე, საკმაოდ ცნობილი ბიბლიური და ისტორიული პერსონაჟია. მისი სახელი,  (SOL – მზე, OM – მერიდიანული მზე და ON – დაისის მზე), ასევე ასახავს მასონურ ფილოსოფიაში ლოჟის ოფიცერთა (ლოჟის ოსტატი, უფროსი გუშაგი – Senior Warden და უმცროსი გუშაგი- Junior Warden) ფუნქციებსა და არსს.  ტაძრის მშენებლობისა და დიზაინის აღწერა მოცემულია ბიბლიაში (მეფენი 5:15-7:51): ის იყო 60 კუბიტი სიგრძეში, 20 კუბიტი სიგანეში და 30 კუბიტი სიმაღლეში. მოგვიანებით შუასაუკუნოვან გილდიების აღწერილობაში ვხედავთ, რომ კუბიტი არის ის ზომა, რომელიც იზომება იდაყვიდან შუა თითის წვერამდე. მის საკურთხეველში მხოლოდ ღირსეული და გამორჩეული პირები შედიოდნენ, იქვე ინახებოდა წმინდა კიდობანი.

მასონური ლოჟაც იგივე სიმბოლიკითა და პროპორციებით არის აგებული, როგორც სოლომონის ტაძარი. დიდოსტატი  ლოჟაში აღმოსავლეთით ზის, უფროსი და უმცროსი გუშაგები დასავლეთითა და სამხრეთით. არცერთი ოფიცერი არ ზის ჩრდილოეთით. ორი სვეტი – იახინი და ბოაზი წარმოადგენს იერუსალიმის ტაძრის შესასვლელის სვეტებს. ლოჟის განლაგებაშიც ეს სვეტები შესასვლელშია.

პირველად ტაძარი დაინგრა 586 წელს ძვ.წ., როდესაც ასირიელებმა ებრაელების აჯანყება ჩაახშეს. 70 წელი იგი ნანგრევებში იმყოფებოდა, სანამ ბაბილონი არ იქნა დაპყრობილი სპარსეთის მიერ და მეფე სირიუსმა არ დართო ნება ეზრას და მის სამოცდაათ თანამოაზრეს უკან იერუსალიმში დაბრუნებისა. ტაძარი განახლდა, ყველა გეომეტრიული არქიტექტურული და სიმბოლური ნიუანსის დაცვით. ეს ტაძარი მოგვიანებით განაახლა იმპერატორმა ჰეროდოტემ და ხელახალი ჯანყის შემდეგ, რომაელების მიერ დაინგრა 70 წელს ახ.წ. სწორედ ამ ტაძრის ტერიტორიაზე (ყოფილ თავლასთან) დაბანაკდნენ ჯვაროსნული ომების დროს ტაძრელები იერუსალიმის მეფის ნებართვით. სწორედ აქედან მოდის ლეგენდა, რომ მათ იქ იპოვეს რაღაც წმინდა, ზებუნებრივი ნივთი. რა იყო ეს ნივთი? გრაალის თასი, კიდობანი, წმ. იოანეს თავი? ამავე პერიოდიდან შეიმჩნეოდა ორდენის გაძლიერება და ორსაუკუნოვანი გავლენა მთელს ქრისტიანულ სამყაროზე. ეს რაინდები ითვლებოდნენ ქრისტეს რწმენის მცველებად და მათი განადგურებით ბევრი მოშურნე იყო დაინტერესებული. რიჩარდ ბურტოს სოლომონ მეფესთან დაკავშირებული არაერთი თხზულება აქვს გადმოცემული, მსოფლიოში ცნობილ „ათას და ერთ ღამეში“.

ჰირამ აბიფის, მშენებლისა და ოსტატის, ლეგენდა კი წარმოადგენს მასონური ალეგორიული ფილოსოფიის ქვაკუთხედს. იერუსალიმში ტაძრის ასაშენებლად, მასალით და მშენებლებით მხარდაჭერის თხოვნით, მეფე სოლომონმა ტირიელ მეფე ჰირამს მიმართა (მეფენი 5:8-9), სანაცვლოდ კი გაუგზავნა საჩუქრები და გადასცა 20 ქალაქი გალილეაში. მშენებლებს შორის იყო სწორედ ოსტატი ჰირამიც (მეფენი 7:14).

 

მეფე სოლომონი, ტირიელი მეფე ჰირამი და ოსტატი ჰირამ აბიფი
იგი აღწერილია როგორც „დაქვრივებული ქალის შვილი“, აბიფ ანუ აბ – ებრაულად მამას ნიშნავს, ანუ ჰირამ აბიფი ნიშნავს, „ჰირამი მამამისია“. ჰირამის მიერ იქნა შემუშავებული ტაძრის არქიტექტურა და დეკორი, ორი სვეტიც – იახინი და ბოაზი, შემეცნებისა და სიბრძნის სიმბოლოები. ამ სვეტების ბოლოს იყო გამოსახული შროშანი. ტაძრის ასაშენებლად გამოყენებული სამი საძირკველის ბოძი წარმოადგენს მასონური ალეგორიული ფილოსოფიის სამ ძირითად კონცეფციას – სიბრძნე, სიმტკიცე და მშვენება.

 

ü რას წარმოადგენს „Clavicula Solomonis“ ანუ „სოლომონის გასაღები“?!
ეს წიგნი არის ყველაზე ძლიერი და ცნობილი ტექსტი, რომელიც ასახავს ძველ მაგიასა და კაბალისტურ ფილოსოფიას. ამ წიგნში წარმოდგენილია 36 თილისმური სიმბოლო და მათი შექმნის დეტალური აღწერა. ეს წიგნი არ იყო დაწერილი ივრითზე და ითარგმნა მხოლოდ 17-ე საუკუნეში. მასში არის მითითებული ისეთი თილისმები, რომლებიც დღეს სულ სხვა სიმბოლური დატვირთვით სარგებლობენ მასებში. მაგ., ხუთქიამიანი ვარსკვლავი, იგივე პენტაგრამა; ან ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომელსაც დავითის ფარს ანუ მაგენ დავიდს უწოდებენ. ეს სიმბოლოები, რომელიც დღეს მხოლოდ იუდაიზმთან არის დაკავშირებული, გამოიყენებოდა ბრინჯაოს ხანიდან სხვადასხვა კულტურებში ბრიტანეთიდან მესომპოტამიამდე, ხოლო მოგვიანებით ინდოეთში და იბერიაშიც გამოჩნდა.

14-ე საუკუნეში კი მეფე კარლოს მეოთხემ ნება დართო ებრაელებს გამოეყენებინათ დავითის ფარი ჩეხეთში, მათი დასახლებების აღსანიშნავად. 19-ე საუკუნეში, ებრაელებმა ქრისტიანების მსგავსად, სურდათ რელიგიური სიმბოლო ჰქონოდათ  და სწორედ ამ პერიოდიდან დავითის ვარსკვლავი გახდა იუდაიზმის როგორც რელიგიის სიმბოლო.

სოციალური ქსელები