AF&AM Grand Lodge of Georgia - Orient of Tbilisi

საქართველოს დიადი ლოჟა

Home / ორდენის ფილოსოფია

ორდენის ფილოსოფია

საძმოს წარმოშობის ფესვების ძიებაში შეიძლება დავიკარგოთ. იმის თქმა თავისუფლად შეიძლება, რომ მასონური გილდიები უძველესი დროიდან არსებობს და 18-ე საუკუნეში მოხდა მათი გარდაქმნა და ჩამოყალიბება, ერთიან და მსოფლიო საძმოდ, საერთო ფილოსოფიისა და ცხოვრების წესის ირგვლივ. დიდი მშენებლობა აერთიანებს მასონებს – უკეთესი ადამიანის, უკეთესი საზოგადოებისა და უკეთესი მსოფლიოს შენება.

 
უკეთესი მსოფლიოს მშენებლობაში მარტივად იგულისხმება მაღალი ზნეობის, სულიერი  პრინციპებისა და პლანეტის რესურსების საერთო მოხმარების დანერგვა, კაცობრიობის საერთო მიზნების მისაღწევად. მასონები ეძებენ სინათლეს და ამ სინათლის ძიებაში შეიძლება მრავალი წელი ან მთელი ცხოვრება გავიდეს. თითოეული მასონი თავისუფალია, თითოეული ლოჟა დამოუკიდებელი. რამდენიმე (მინიმუმ სამი) ლურჯი ლოჟა ქმნის ქვეყნის დიდ ლოჟას, რომლის ინსტალირებაში მონაწილეობს სხვა აღიარებული დიდი ლოჟა. ყველა დიდ ლოჟას გააჩნია თავისი იურისდიქცია, რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზე ვრცელდება. ლოჟებში შეიძლება ვიხილოთ განსხვავებული რიტუალებიც, სიმბოლოები თუ შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ საერთო ლენდმარკები უცვლელია და ერთია ყველასთვის.  მასონები ხელმძღვანელობენ პრინციპით “გაუკეთე სხვას ის, რაც გინდა, რომ სხვამ გაგიკეთოს შენ“, სიკეთე, ქველმოქმედება, სიმტკიცე და გამბედაობა მასონის დამახასიათებელი თვისებებია. პირველ რიგში კი, მასონი ჯენტლმენია, ადამიანი რომელიც ყოველდღე მიისწრაფის თვითგანვითარებისკენ, ოჯახის კეთილდღეობისკენ და სამშობლოს სიყვარულით – ქვეყნის გაძლიერებისაკენ. საკუთარი თავის გაუმჯობესებით, იგი მსოფლიოს გაუმჯობესებისაკენაც მიილტვის.

 
მასონებისთვის დიდ მნიშნვნელობას წარმოადგენს ძველი ივრითი, ძველი ბერძნული და ლათინური ენები. ებრაული ენა არის ბიბლიის გასაღები და მასში დამალული სიბრძნისა და სიტყვის პოვნის საშუალება. ბერძნული არის ფილოსოფიის და შვიდი ძირითადი, ლიბერალური მეცნიერების ენა, ლათინური კი – საკრალური ენაა.

სოციალური ქსელები