AF&AM Grand Lodge of Georgia - Orient of Tbilisi

საქართველოს დიადი ლოჟა

Home / ორდენის სიმბოლოები

ორდენის სიმბოლოები

მასონური სიმბოლიკა ყოველთვის იწვევს დისკუსიას და ბადებს უამრავ კითხვას, განსაკუთრებით  მათ შორის, ვისაც ნაკლებად აქვს შეხება სემიოტიკასთან, ანუ მეცნიერებასთან რომელიც სიმბოლიკას სწავლობს. სხვადასხვა კულტურაში ერთიდაიგივე სიმბოლო შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობით გვხდებოდეს. მასონური სიმბოლიკა არის უჩვეულო, ორიგინალური და დახვეწილი, ამავე დროს, მასში გამოყენებულია სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი სიმბოლოები, რომლებიც მასონურ ფილოსოფიაში სხვა ალეგორიულ, სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ, ვიდრე ამა თუ იმ საზოგადოებაში.

პენტაგრამა
ყველაზე საკამათო და იდუმალი სიმბოლო არის პენტაგრამა, ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ერთის მხრივ  ეს სიმბოლო არქაულია  და მიანიშნებს მასონურ ფილოსოფიაში ხუთ ცნებას, საკითხს, ქვაკუთხედს მეგობრობისა, ფართო პროფანულ მასებში კი, ეს სიმბოლო დაკავშირებულია, გაურვეველი მიზეზების გამო და ხშირ შემთხვევაში – დემონიზმთან. კორნელიუს აგრიპა მიუთითებდა, რომ პენტაგრამა წარმოადგენს სიმბოლოს ადამიანისა და კოსმოსის ურთიერთობისა, კოსმოსური ენერგიის (გავიხსენოთ ლეონარდო და მიქელანჯელო), კოსმოსისა, რომელიც არის ღმერთის შექმნილი, ღმერთის ნიშანი. პითაგორას აზრით პენტაგრამა არის სიმბოლო გონებრივი და ფიზიკური ჰარმონიისა. მოგვიანებით ეს სიმბოლო ქრისტიანული სიმბოლოც გახდა! პენტაგრამა, ანუ ხუთკუთხა, ხუთწვერა სამკუთხედი წარმოადგენს ქრისტეს ჯვარცმას და მის ხუთ ჭრილობას.

ჭადრაკისებური (შავ-თეთრი) იატაკი
მასონურ სიმბოლიკაში შავ-თეთრი, ჭადრაკისებური იატაკი, წარმოადგენს   მსოფლიოს დუალიზმის სიმბოლურ ასახვას, ნეგატიურის და პოზიტიურის ცვალებადობას.

სამი ანთებული სინათლის წყარო
ყველა ლოჟას გააჩნია სამი სინათლის წყარო – ანთებული სანთელი მუშაობის დროს, რომელიც მზის, მთვარის და ოსტატის აღმნიშვნელია.

ფარგალი და გონიო
ეს სიმბოლიკა წარმოადგენს სრულყოფილებისკენ მოძრაობას, სულიერსა და ფიზიკურს შორის ბალანსს. ფარგალი წარმოად-გენს სულს, გონიო  კი – ფიზიკურ, მატერიალურ საწყისს.

სოციალური ქსელები