AF&AM Grand Lodge of Georgia - Orient of Tbilisi

საქართველოს დიადი ლოჟა

Home / მასონობა საქართველოში

მასონობა საქართველოში

 

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იყო პირველი თავისუფალი, ძველი და აღიარებული ქვის მთლელი საქართველოში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი რიცხვი არც თუ ისე მცირეა, როგორც ჩვენი კვლევის დაწყებამდე გვეგონა. ოპერატიული მასონები, ანუ პრაქტიკოსი ქვისმთლელები ჩვენ ისტორიაში მრავლად გვყავდა, მათი აგებულია მრავალი ციხე-სიმაგრე, ტაძარი, მათ შორის უნიკალური სვეტიცხოველი და გელათი. მაგრამ აღიარებული, ანუ არა პრაქტიკოსი, ქვისმთლელების კვალი ასე ადვილად არ იძებნება ჩვენს ისტორიაში, მიგვაჩნია, რომ წარსულის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს აწმყო და მითუმეტეს მომავალი. ყველა ძმის შესახებ, ვინც აქ არის წარმოდგენილი, არსებობს  თუნდაც მწირი, მაგრამ უტყუარი დოკუმენტური მასალა, როგორც სხვადასხვა ისტორიულ წყაროში, ავტორიტეტული ავტორთა გამოცემებში და ასევე საფრანგეთიდან მიღებულ არქივებში არის წარმოდგენილი.

ყველაზე ადრეული თარიღი, როდესაც ჩვენ ქართველი ვაჟკაცის მასონთა ორდენში ინიცირების რიტუალს ვაწყდებით, 1816 წელია. ეს გასაგებიც არის და ერთის მხრივ ინტრიგასაც ჰმატებს ისტორიას. გასაგებია, იმიტომ, რომ საქართველო იმ პერიოდში რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და მასონობაც, რეალურად, ჩვენში რუსეთიდან შემოვიდა (ამ ეტაპზე სხვა ფაქტები არ გვაქვს, რომ სხვა რამ ვამტკიცოთ). თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში თითო-თითო ლოჟა არსებობდა, ასევე, იყო ქართველების, კავკასიელების ლოჟა პეტერბურგში, ქართველები იყვნენ სხვადასხვა ლოჟის წევრები, მთელი იმპერიის ფარგლებში. XIXს. ბოლოდან იმპერიაში მძლავრობდა არა-რეგულარული მასონური ფრთა, „რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთი“, ჩვენი თანამემამულეთა ნაწილიც, სწორედ ამ დიადი ლოჟის იურისდიქციაში შედიოდა. არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ლოჟა ქალაქ ბათუმშიც არსებობდა, მაგრამ ის არ შედიოდა რხდა-ში.

გამოვყოფდით, ქართველ ბატონიშვილს, გიორგი იოანეს-ძეს, მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილს, რომელიც სავარაუდოთ 1816 წლამდე იქნა ინიცირებული პეტერბურგში. გრიგოლ ბაგრატიონი (1789-1830) იყო ქართველი მწერალი, მონაწილეობდა კახეთის1812 წლის აჯანყებაში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს საქართველოს მეფედ, უწოდეს გრიგოლ I, მას როგორც მეფეს მოიხსენიებდნენ ეკლესიებში. იგი მეფის მოვალეობას ასრულებდა 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე. გადაასახლეს რუსეთში და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში. გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები, სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. გიორგი ბაგრატიონი პეტერბურგის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრიც გახდა. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სისტემატური შეკრება;დაახლოებით 1819 წ. შეადგინა “ანთოლოგია”, რომელშიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას, მზეჭაბუკ ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები. ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონი პეტერბურგში გაწევრიანდა ლოჟა „გაერთიანებულ მეგობრებში“, სადაც ის ოსტატის ხარისხში იქნა აყვანილი.

ამ ისტორიულ პერიოდში, აგრეთვე, გავიხსენოთ თავადი მიხეილ ბარათაევი (ბარათაშვილი), დეკაბრისტების  მეგობარი და ციმბირში ლოჟის დამაარსებელი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ახლო ნათესავი. მიხეილ ბარათაშვილი 1784 წლის 25 იანვარს,  ქ.სიმბირსკში დაიბადა  (გ. 1856, ბარატაევკა), ქართველი ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის  ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი. მიხეილ ბარათაშვილი, რუსეთში ვახტანგ VI-თან ერთად გადახვეწილი ქართველი თავადის, მელქისედეკ ბარათაშვილის შთამომავალი იყო. მამამისი, პეტრე, ციმბირის გუბერნატორად მსახურობდა და ჰქონდა გენერალ-პორუტჩიკის წოდება. 1820-1835 წლებში, ბარათაშვილი იყო სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პერიოდში სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა “სათნოების გასაღები” („Ключ добродетели“) ,თვითონ კი,1816 წელს იქნა ინიცირებული. 1826წ. დააპატიმრეს დეკაბრისტების აჯანყებასთან დაკავშირებით, მაგრამ მამხილებელი მასალისუქონლობის გამო, მალევე გაათავისუფლეს. დეკაბრისტებთან მისი იდეური სიახლოვე ეჭვგარეშეა. შემდეგ, ბარათაშვილი კავკასიაში გაამწესეს და საქართველოს საბაჟო ოლქის უფროსად მსახურობდა. 1844 წ. სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა.

საინტერესო და უნიკალური პიროვნება, ქართველი პატრიოტი გახლდათ  ალექსანდრე ვლადიმერის ძე ამილახვარი, პოლკოვნიკი, თავადი, დაიბადა 1879 წელს, გორში; – გარდ.1968 წლის 21 აგვისტოს, ნიუ-იორკში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1901 წელს კი პაჟთა კორპუსი. იყო მის მიერვე ჩამოყალიბებული დრაგუნთა ქართული პოლკის მეთაური. 1914 -16 წლებში მსახურობდა ე.წ. „ველურ დივიზიაში.“ დონის კაზაკებთან ერთად ებრძოდა ბოლშევიკებს. 1917 წლის სექტემბრიდან თბილისში მოღვაწეობს. გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაშია, ჯერ სტამბულში, შემდეგ პარიზში.

თანამშრომლობდა ემიგრაციულ პრესასთან, 1924 წელს სხვებთან ერთად აარსებს მასონურ ლოჟა „ოქროს საწმისს“, 1926 წლიდან ქართველებთან და მუსულმან კავკასიელებთან ერთად „პრომეთეისტული“ მოძრაობის წევრია, რომელიც რეალობაში წარმოადგენდა ქართველების მიერ დაარსებულ ლოჟა „პრომეთეს“. ელიზბარ ვაჩნაძესთან, მერაბ ჯორჯაძესთან და ნიკოლოზ ჩხოტუასთან ერთად ებრძოდა კომუნისტებს, გენერალ ფრანკოს  მხარეზე ესპანეთში. (1937წ ესპანეთში მძიმედ დაჭრილიიტალიის ტახტის მემკვიდრე, გაეტან დე ბურბონი, ალექსანდრე ამილახვარს გადაურჩენია და საკუთარი სიცოცხლის რისკისფასად ესპანეთიდან იტალიაში ჩაუყვანია). 1954 წლამდე ცხოვრობდა პერუში, 1957 წლიდან – ა.შ.შ.-შია; იყო ნიუ-იორკის ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარე. დაკრძალულია  ნოვო-დივეევოს (Ново-дивеевский) რუსულ მონასტერში.

ქუთაისის გუბერნიაში მუშაობდა მასონური ლოჟა „კავკასიური“ (“кавказская”), რომელიც 1915 წლიდან იქნა ინსტალირებული ქ.ქუთაისში და შედიოდა რუსეთის ხალხთა დიადი აღმოსავლეთის შემადგენლობაში. აქ ჩვენ გამოვყოფდით: კიტა აბაშიძეს,რომელიც ლოჟის დაფუძნების დროს იქნა ინიცირებული.

კიტა აბაშიძის ლოჟის წევრი აგრეთვე იყო იასონ ბაქრაძე, გაზეთ „ფარის“ თანამშრომელი, იურისტი, საზოგადო მოღვაწე, ასევე ლოჟის ინსტალირების დროს ინიცირებული. ამავე პერიოდში ინიცირებულნი იყვნენ ალექსანდრე დიოსამიძე  და პეტრე ყიფიანი (მოიყვანა კ. ჩხეიძემ), გიორგი ჟდანოვიჩი (დამფუძნებელი), ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მარგანეცის ქართველ მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე. ასევე,ლოჟის დამფუძნებლები იყვნენ ევგენი გეგეჭკორი, კარლო ჩხეიძე და სერგეი დიმიტრის ძე ურუსოვი

ასევე, მასონი გახლდათ გიორგი დიმიტრის-ძე სიდამონ-ერისტოვი (სიდამონიძე-ერისთავი), რომელიც თბილისში 1865 წელსდაიბადა და გარდაიცვალა უკვე ემიგრაციაში, გრენობლში. იგი ერთი პერიოდი პოლიციის დროებითი დეპარტამენტისხელმძღვანელი იყო, სოხუმის სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს ელჩი პოლონეთში. ლოჟების “ჩრდილოეთის ნათება” (პეტერბურგი) და “პოლარული ვარსკვლავის” წევრი. ამ “პოლარული ვარსკვლავი”-ს წევრ,ი ასევე იყო ვარლამ გელოვანიც. იგი ქუთაისის გუბერნიიდან აირჩიეს რუსეთის იმპერიის მე-4 სახელმწიფო სათათბიროს წევრად, სოციალ-ფედერალისტი. რუსეთის სათათბიროს ქართული ლოჟის წევრი. ოცნებობდა საქართველოს აღორძინებაზე, ის ამტკიცებდა: “ჯანმრთელი სახელმწიფოს მშენებლობის გზაა არა პატარა ერების ინტერესებისუგულვებელყოფა არამედ ამ ინტერესების შეთანხმება უზარმაზარი მთლიანობის ამოცანებთან”. პირველი მსოფლიო ომისდროს იბრძოდა გერმანულ ფრონტზე, როგორც სანიტარული რაზმის ხელმძღვანელი. 1915 წლის დასაწყისში გადაისროლესკავკასიის ფრონტზე, ლაზარეთში შეეყარა ტიფი და გარდაიცვალა.

მასონმა აკაკი ჩხენკელმა დიდი წვლილი შეიტანა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებასა და საქართველოს სამოციქულოეკლესიისათვის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. ისევე როგორც, ჩხეიძე, გელოვანი, გეგეჭკორი, პეტერბურგში ლოჟა „ვარდის“ წევრი.

ასევე, ქათველ მასონებში გამოვარჩევდით სპირიდონ კედიას, რომელიც იყო ქართველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე. დაიბადა 1884 წ., ზუგდიდში, გარდაიცვალა 1948 წელს, პარიზში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში. 1906 წლიდან პარიზშია. 1914 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო ძალზედ კარგი ორატორი და ნიჭიერი პუბლიცისტი. 1917 წელს, სხვებთან ერთად (რევაზ გაბაშვილი, გიორგი გვაზავა და სხვ.) დააარსა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ილია ჭავჭავაძის იდეალებს ემყარებოდა და სოციალისტური მიმართულების პარტია არ იყო. იმავე წელს ამიერკავკასიის მაშინდელი სეიმის თავმჯდომარის, აკაკი ჩხენკელის, მანდატით მიემგზავრება ბერლინში, სადაც გიორგი მაჩაბელთან და მიხაკო წერეთელთან ერთად ინტენსიურად მუშაობს გერმანულ წრეებთან. ს.კედია იყო დამფუძნებელი კრების წევრი. ოპოზიციაში ედგა მმართველ (სოციალ-დემოკრატიულ) პარტიას. პარტიის სახელით, პარლამენტის ვიცე-სპიკერად დაასახელა ედპ-ის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი. სხვებთან ერთად გამოსცემდა გაზეთ „საქართველო”-ს, რომელთანაც თანამშრომლობდნენ: ნიკო ნიკოლაძე, გერონტი ქიქოძე, გიორგი გვაზავა, ვასილ ბარნოვი, კორნელი კეკელიძე, ივანე ზურაბიშვილი…

1921 წლის მარტში, საქართველოს მთავრობა და ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. სპირიდონ კედია საქართველოში დარჩა. 1922 წლის თებერვალში დაგეგმილი იყო მასობრივი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია. წინა ღამესყველა ეჭვმიტანილი, მათ შორის, ს. კედიაც, დააკავეს. 6 თვე იჯდა „გუბერნსკში”, შემდეგ ეტაპით ბათუმში ჩაიყვანეს დასაქართველოდან გაასახლეს მეუღლესთან ერთად. საფრანგეთში გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა. განსაკუთრებით,მნიშვნელოვანია მისი პუბლიცისტიკის ის ნაწილი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეხება. პარიზში გამოსცემდა: ჟურნალ„სამშობლოსათვის,” თანამშრომლობდა გიორგი მაჩაბელთან, კერძოდ, ჰქონდა პატარა საწარმო-ლაბორატორია, სადაცმაჩაბელის პარფიუმერიისათვის ესენციებს ამზადებდა. გარდაიცვალა 1948 წ, პარიზში. დაკრძალეს ლევილში.

პარიზში გადასახლებული ქართველი ემიგრანტები, ლოჟა „ოქროს საწმის“-ში ერთიანდებიან, მუსლიმენთან, მთიელ-კავკასიელებთან, რუსებთან (სლავებთან), სომხებთან ერთად. ლოჟის დაფუძნება დათარიღებულია 1924 წლის 12ნოემბერს, ხოლო რიტუალური ინსტალაცია გაიმართა 1925 წლის 5(25) იანვარს. ლოჟა შევიდა საფრანგეთის დიდი ლოჟისიურისდიქციაში და მიენიჭა ნომერი – 536, მუშაობა ტარდებოდა მასონურ ტაძარში რუე პიუტოზე, ლოჟა მუშაობდა ძველიდა აღიარებული შოტლანდიური რიტუალით. მაგრამ, მალე ლოჟა „ოქროს საწმისი“ დაიშალა, გადაერქვა სახელი და შეიქმნალოჟა „იუპიტერი“, სადაც დარჩნენ სომხები და სლავები, ხოლო 1926 წელს დაფუძნდა ლოჟა “პრომეთე”, რომლისინსტალაცია გაიმართა 1927 წლის 19 იანვარს და რომელშიც მუსლიმები, მთიელი -კავკასიელები და ქართველები შევიდნენ.ეს ლოჟაც ძველი და აღიარებული შოტლანდიური რიტუალით მუშაობდა და მას მიენიჭა ნომერი – 558, საფრანგეთის დიდილოჟა, სამწუხაროდ ეს ლოჟა დასუსტდა და 1930 წელს დაიხურა. აქ წარმოგიდგენთ ლოჟა „ოქროს საწმისი“-სა, ღირსეულილოჟა „პრომეთე“-სა და სხვა პარიზული ლოჟების ქართველ წევრებს :

1. ამილახვარი ვლადიმერ ალექსანდრეს-ძე – ო.ს. (1924)

2. ანდრონიკაშვილი არჩილ, სოლომონის-ძე – ო.ს. (1924)

3. ვაჩნაძე ირაკლი, ალექსანდრეს-ძე – ო.ს. (1924)

4. გვაზავა გიორგი – ო.ს. (27.03.26)

5. გობეჩია იოსებ – ო.ს. (29.05.26)

6. ქარუმიძე შალვა, ალექსანდრეს-ძე – ო.ს.(31.01.25)

7. ვაჩნაძე დავით – პრომეთე (19.03.27)

8. კედია სპირიდონ – პრომეთე (19.02.27)

9. ორბელიანი ირაკლი – პრომეთე (19.03.27)

10. ხოჭალავა იაკობი, ბესარიონის ძე – პრომეთე (27.03.26)

11. შირტლაძე დავითი – პრომეთე (19.02.27)

12. ჯაყელი კონსტანტინე – ლოტოსი (1932)

“პრომეთეს” პირველი ხელმძღვანელი გახდა ყაბარდო-ბალყარეთიდან გამოსული ტაუსულთან შაკმანოვი, კავკასიისმთიელთა სახალხო პარტიის წარმომადგენელი. ლოჟა “პრომეთე“-ში, რომელშიც შედიოდნენ მაჰმადიანი კავკასიელიმთიელები და ქართველები, საწევროს არავინ იხდიდა და ამიტომ ის არსებობდა ტაპა ჩერმოევის სახსრების წყალობით.

 

ქართული მასონური ორდენის საფუძვლებთან

საქართველოში, ქართული ლოჟების მუშაობა აქტიურად 2012-2013 წწ-დან აღდგა და დღეს ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მოქმედებს მასონური სახელოსნოები. 2013 წლის თებერვალში რუსეთის დიადი ლოჟის ეგიდით შეიქმნა მასონური დისტრიქტი (რეგიონი) “კავკასია” , რომლის ფარგლებში მუშაობდა ლოჟა ქალაქ თბილისის აღმოსავლეთით – “წმინდა თამარ მეფე” და ქართული ლოჟა ქალაქ მოსკოვის აღმოსავლეთით – “მეფე დავით აღმაშენებელი”, ხოლო ქ. სოხუმის, აფხაზეთი ა/რ  აღმოსავლეთით ღირსეული ლოჟა “ლეონ დიდი”.

2015 წლის მარტში, ქ. თბილისის აღმოსავლეთით დაფუძნდა ღირსეული ლოჟა “გიორგი V ბრწყინვალე” და მოგვიანებით, 2015 წლის 14 მარტს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, დაფუძნდა საქართველოს დიადი ლოჟა, რომლის შემადგენლობაში შედის ღირსეული ლოჟები : “წმინდა თამარ მეფე” #1, “მეფე დავით აღმაშენებელი” #2 და “გიორგი V ბრწყინვალე” #3. აღნიშნული ლოჟები მუშაობენ ძველ და აღიარებულ შოტლანდიურ რიტუალში. ინსტალაცია ჩატარდა ქ. თბილისის აღმოსავლეთით, ესწრებოდნენ სტუმრები რუსეთის დიადი ლოჟიდან, იტალიის დიადი ლოჟიდან და ამერიკის სხვადასხვა იურისდიქციის წარმომადგენელი.

საქართველოს დიადი ლოჟა წარმოადგენს ერთადერთ კანონიერად დაფუძნებულ, ლეგიტიმურ, სუვერენულ მასონურ გაერთიანებას, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რომელიც იქნა დაფუძნებული კანონიერად მიღებული და ოსტატად მასონობაში აწეული 21 ძმისა და კანონიერად დაფუძნებეული დიადი ლოჟის მიერ. საქართველოს დიადი ლოჟა ერთი წლის განმავლობაში (2015-2016 მარტი) აღიარა სხვადასხვა კონტინენტის დიადმა ლოჟამ, მსოფლიო მასონურმა ოჯახმა.

2015 წლის ოქტომბერში (16.10) საქართველოს დიადი ლოჟის წევრი ძმა ოსტატების (MM) პეტიციის საფუძველზე, საქართველოს დიადი ლოჟის დიად ოფიცერთა ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დიადი ლოჟის დიადი ოსტატის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის აღმოსავლეთით დაფუძნდა ღირსეული ლოჟა “იოანე პეტრიწი” #4 (ინგლისურ ენოვანი ლოჟა).

2016 წლის თებერვალში საქართველოს დიადი ლოჟის დიადი ოსტატის თანხმობით დაფუძნდა (18.03) ღირსეული ლოჟა ქალაქ რუსთავის აღმოსავლეთით – “გრიგოლ I ბაგრატიონი” #5 და სამოგზაურო ლოჟა “აღმოსავლეთის ვარსკვლავი” (“Eastern Star”) #6 (ინგლისურ ენოვანი ლოჟა).

საქართველოს დიადი ლოჟა აქტიურად გეგმავს საკუთარ იურისდიქციაში შემავალი ლოჟების დაფუძნებას ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმსა და ქ. ზუგდიდში, უახლოეს მომავალში.

სოციალური ქსელები