AF&AM Grand Lodge of Georgia - Orient of Tbilisi

საქართველოს დიადი ლოჟა

Home / კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე

ჩვენ წარმოვადგენთ ძველ თავისუფალ და აღიარებულ ქვისმთლელთა – მასონთა ორდენს საქართველოში – საქართველოს დიად ლოჟას.

 

საქართველოს დიადი ლოჟა ოფიციალურად დაფუძნდა ჭეშმარიტი სინათლის 6015 წლის (2015 წ) 14 მარტს, ქალაქ თბილისის აღმოსავლეთით. იგი წარმოადგენს კანონიერ (ლეგიტიმურ), რეგულარულ, მასონური ტრადიციებისა და კანონების სრული დაცვით დაფუძნებულ სუვერენულ, დამოუკიდებელ და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის მქონე ერთადერთ მასონურ გაერთიანებას, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

საქართველოს დიად ლოჟაში გაწევრიანებულია 8 ღირსეული (სიმბოლური)  ლურჯი ლოჟა:

– ღ.:ლ.: „წმინდა თამარ მეფე“ #1 (თბილისის აღმოსავლეთით)                                             10 წევრი
– ღ.:ლ.: „მეფე დავით აღმაშენებელი“ #2 (თბილისის აღმოსავლეთით)                                 12 წევრი
– ღ.:ლ.: „გიორგი V ბრწყინვალე“ #3 (თბილისის აღმოსავლეთით)                                           8 წევრი
– ღ.:ლ.: „იოანე პეტრიწი“ #4 (თბილისის აღმოსავლეთით ), ინგლისურენოვანი                   12 წევრი
– ღ.:ლ.: „გრიგოლ I ბაგრატიონი“ #5 (რუსთავის აღმოსავლეთი)                                               8  წევრი
– ღ.:ლ.: „ა.ს. გრიბოედოვი“ # 6 (მცხეთის აღმოსავლეთთ), რუსულენოვანი                             8 წევრი
–  ღ.:ლ.: “ამადეუს მოცარტი” #7 (ბათუმის აღმოსავლეთით)                                                    7 წევრი
– ღ.:ლ.:  “სოლომონ II” #8 (ქუთაისის აღმოსავლეთით)                                                             7 წევრი

 

საქართველოს დიადი ლოჟის საგანგებო

 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

საქართველოს დიადი ლოჟა, დაფუძნებიდან 18 თვის განმავლობაში, აღიარა რამდენიმე რეგულარულმა მასონურმა იურისდიქციამ, მათ შორის ვენესუელა, საბერძნეთი, მავრიტანია, რუსეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ა.შ.

სოციალური ქსელები